ზუგდიდის საკრებულოს 17 „უსიტყვო“ დეპუტატი

573

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17 “მდუმარე” დეპუტატი ჰყავს. ოფიციალური ინფორმაციით, სიტყვის უფლებით მთელი წლის განმავლობაში არ უსარგებლია უმრავლესობის 14, და ოპოზიციის სამ დეპუტატს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

კერძოდ, ეს საკრებულოს წევრები არიან: სალომე ფაცაცია, ზაზა ანდრიაძე, ზვიად ყორშია, გიორგი კუკავა, ზაზა ხუბუა, გოგიტა ზარქუა, დავით ჭაფანძე, არჩილ ბერანძე, გოგი თოდუა, სოსო გოგოხია, პაატა ებრალიძე, ლაშა ესებუა, თენგიზ ალმასია და ჯონი ზარანდია, რომელმაც კონსტანტინე კაკავა საკრებულოში, გასული წლის 25 ივლისს შეცვალა.

მდუმარე ოპოზიციონერი დეპუტატები არიან – ენმ-დან დავით შელია, და “ევროპული საქართველოდან გელა თოლორაია, ირაკლი ღურწკაია. საკრებულოს ეს ორი წევრი სხდომების უმრვალესობას არ დასწრებია.

2019 წელს სიტყვის უფლებით ყველაზე ხშირად 38-ჯერ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ ისარგებლა. მას, თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია მოსდევს, რომელმაც სიტყვის უფლება 19-ჯერ გამოიყენა.

ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ 21-ჯერ. ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ 15-ჯერ.

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელიამ სიტყვის უფლება 11-ჯერ გამოიყენა.

9-9-ჯერ ისარგებლეს სიტყვის უფლებით ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ანა წითლიძემ და ამავე ფრაქციის წევრმა პაატა ადამიამ.

6-6-ჯერ გამოიყენეს სიტყვის უფლებით ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე თამუნა ჯიქიამ, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარიამ, საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით გახარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ, ზაზა პროკოპენკომ და ედიტა კოდუამ კი 5-5-ჯერ.

სამჯერ ისარგებლა სიტყვის უფლებით ჯონი ჯიქიამ.

ორ-ორჯერ შემდეგმა დეპუტატებმა – საკრებულოს ყოფილმა წევრმა კონსტანტინე კაკავამ (მას უფლებამოსილება შარშან, პირველ ივლისს შეუწყდა), მიხეილ ჯობავამ, ოთარ მარშავამ, გიორგი თოდუამ და მალხაზ ციკუტანიამ.

თითოჯერ – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიამ, მამუკა ყურაშვილმა, ამირან ჩხოლარიამ, ჯანსუღ ჯაბუამ, ირუზა კაკავამ, დაზმირ ძიმცეიშვილმა, რევაზ თორდიამ, გია დანელიამ, მანანა მებონიამ, ზურაბ გოგოძემ, მამუკა თოლორაიამ, რამაზ ჯაბუამ, ტარიელ გაბულდანმა, ირაკლი ჯანაშიამ და ზვიად ქირიამ.

2018 წელს საკრებულოს 27 “მდუმარე” დეპუტატი ჰყავდა.