ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერი მოეწყობა

595

ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქ. N10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სკვერში დამონტაჟდება ბორდიურები და დაიგება დეკორატიული ფილები, დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები. სამუშაოებს კომპანია შპს „მეფური“ ახორციელებს. სკვერის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება. ჩუღურეთის რაიონს, მიმდინარე წელს, კიდევ 6 ახალი სკვერი შეემატება.