ბათუმში წყალარინების სიტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

601

50 წლის  შემდეგ პირველად ბაგრატიონის ქუჩაზე წყალარინების საწნევო კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბენზეს, თამარის, გოროდოკისა და ე.წ. ჭაობის დასახლების წყალარინების სისტემიდან საკანალიზაციო მასები ადლიის გამწმენდ ნაგებობაში გადაიტუმბება, შემდეგ კი კილომეტრი და 100 მეტრის მოშორებით, 40 მეტრის სიღრმეზე ზღვაში ჩაიღვრება. პროექტის ღირებულება 3,5 მილიონი ევროა და სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება.

წყარო: აჭარის ტელევიზია