ანატოლი ბიბილოვი: გზა არ გაიხსნება, ვიდრე ქართული მხარე “უკანონო საგუშაგოს” არ მოხსნის

727

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, საქართველოსთან „საზღვარი“ იქამდე არ გაიხსნება, ვიდრე ქართული მხარე წნელისთან „უკანონო საგუშაგოს“ არ მოხსნის. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.

რუს „მესაზღვრეებთან“ შეხვედრისას ცხინვალი დე ფაქტო ლიდერმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„და თუ ჩვენ გვაქვს პრობლემები ზნაურის რაიონში, მაშინ ეს პრობლემები ყველა რაიონს ეხება. არ შეიძლება იყოს ისე, რომ სახელმწიფოს ერთ ნაწილში პრობლემები არსებობდეს, ხოლო მეორეს ნეიტრალური პოზიცია ეჭიროს. თუ თქვენ იცავთ სამხრეთ ოსეთის ინტერესებს, ებრძოლეთ პროვოკაციებსა და გამოწვევებს. ყველამ, ვინც თავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქედ თვლის, ეს უნდა გააკეთოს ერთად. ამიტომ, რაზდახანში საზღვარი დაიხურება მანამ, სანამ არ მოხდება სოფელ უისტას (წნელისი) მიდამოში უკანონო საგუშაგოს მოხსნა “, – განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, დეფაქტო რეჟიმმა ახალგორთან გამშვები პუნქტი 5 სექტემბერს ჩაკეტა, მას შემდეგ, რაც მათი ულტიმატუმი ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებაზე, არ დაკმაყოფილდა. გადასასველის ჩაკეტვის გამო ახალგორში მდიამენტების და სურსათის დეფიციტია.

ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. 29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.