კასპის სოფელ ზემო ხანდაკში სასმელი წყლის მილი დაზიანდა და მოსახლებას წყლის პრობლემები შეექმნა

462

2020 წლის 13 იანვრიდან სოფელ ზემო ხანდაკის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა შეექმნა. ამის მიზეზი მოძველებული მილი გახდა, რომლის კოროზიის გამო, წყალი იკარგება.

ფაქტის შესახებ სოფლის წარმომადგენელმა, ვლადიმერ მარღიშვილმა მერიას 15 იანვარს აცნობა. კასპის მერიაში აცხადებენ, რომ უახლოეს ხანებში წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მილები დაერთდება.

,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში შესულია სოფელ ზემო ხანდაკის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი,

სადაც რომლის მიხედვით საკმაოდ შემცირებულია სასმელი წყლის დებეტი. აუცილებელია სასმელი წყლის მილის დამატება სარეზერვო არხებზე, რის შედეგადაც დადგა გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის განხორციელება. აღნიშნული პრობლემის შესახებ 13 იანვარს სოფლის წარმომადგენლისაგან გახდა ცნობილი, 15 იანვარს კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მოგვმართა რომ ადგილზე შეგვესწავლა პრობლემა და აღმოგვეჩინა დახმარება. როდესაც ჩვენს მიერ მოხდა პრობლემის ადგილზე შესწავლა აღმოჩნდა, რომ ჩვენს ხელთ არსებული რესურსით აღნიშნულის მოგვარება შეუძლებელია და საჭიროებს დამატებითი მილების შეძენას” – აცხადებენ მერიაში.