მეჯვრისხევი-ახალუბნის გზას გორის მერია 1 თვის დაგვიანებით ,,ჩაიბარებებს”

66

ერთი თვით გადაიწია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების პროცედურებამ, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მეჯვრისხევი-ახალუბნის გზას ეხება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ამის შესახებ კომპანიასა და გორის მერიას შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაობი, მერიის ცნობით, დამთავრდა, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტი 2019 წლის 31 დეკემბერს უნდა მომხდარიყო:

,,კომპანიის მიერ წარმოდგენილი წერილის საფუძველზე, თანახმა ვართ სამუშაოების შესრულების ვადა გადაიწიოს 2020 წლის 31 იანვრამდე” – აღნიშნულია ცვლილებაში.

კომპანია ჯერ კიდევ სამუშაოების დაწყებიდან, მეორე დღეს, 2019 წლის 18 აპრილს, მერს ატყობინებდა, რომ მეჯვრისხევი-ახალუბანში მუნიციპალური განვითარების ფონდი სასმელი წყლის მილების გამოცვლას აპირებს, შესაბამისად, არ არის გამორიცხული ვადების დარღვევა მოხდესო. ეს გარემოება 2019 წლის ნოემბერში კომპანიისთვის დადგა.

შეგახსენებთ, 2019 წლიდან აპრილიდან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსებით, ასევე, გორის მერიის თანამონაწილეობით, მეჯვრისხევი-ახალუბნის გზის რეაბილიტაცია შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1″-მ დაიწყო.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 1 მლნ 714 000 ლარს შეადგენდა, თუმცა, კომპანიამ სამუშაოები თითქის 15 ათასი ლარით ნაკლებ ფასად შეასრულა.