უცხოელი ფოტოგრაფი სვანეთის კოშკებზე: კულტურის ძეგლების ასეთი უპატივცემლობა სირცხვილია

1051

ცხოელი ფოტოგრაფი ფრენსის პრიმერსკი, სოციალურ ქსელში მესტიის სოფელ ადიშში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ საკუთარი მემკვიდრეობის მიმართ ასეთი უპატივცემლობა სირცხვილია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მესტიის სოფელ ადიშში ყოფნისას ფრენსის პრიმერსკიმ ჩაწერა მიმართვა, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაარჩინოს ნგრევის პირას მისული სოფელი.

“ეს არ უნდა დაუშვას არცერთმა ქართველმა და განსაკუთრებით კი კულტურის სამინისტრომ. ისტორია ნადგურდება. ამ კედლის თითოეული ნაპრალი ჩემს გულზეც იგივე ნაიარევს აჩენს. ეს საქართველოს ყველაზე ლამაზი სოფელია, რასაც მოფრთხილება და შენარჩუნება უნდა. ბევრ ქვეყანას ასეთი სიმდიდრე არ აქვს. ჩემი გულის ამოძახილია, გააკეთეთ რამე, უშველეთ სოფელს“, – განაცხადა ვიდეომიმართვაში ფოტოგრაფმა.

მის პასუხად, კი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ თქვა, რომ ვიდეო მანაც ნახა, თუმცა მისივე თქმით, საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მათი მოვლა-შენარჩუნების ფინანსური შესაძლებლობა.