NDI: გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს

758

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

საქართველოში გამოკითხულთა 30% არსებული მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 64 % უარყოფითად. ამის შესახებ ​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში წერია.

ამასთან, 2018 წელთან შედარებით, ყველა სამინისტროს უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი გაზრდილია.

NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს სამინისტროებს შორის ყველაზე მაღალი უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს აქვთ. ეკონომიკის სამინისტროს მუშაობას ცუდად 32% აფასებს, ფინანსთა სამინისტროს კი — 29%.

უარყოფითი შეფასების მაჩვენებლით, ასევე, ლიდერობენ გარემოს დაცვის სამინისტრო — 26%-ით და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო — 24%.

სამინისტროებს შორის ყველაზე მაღალი დადებითი მაჩვენებლები აქვთ: თავდაცვის სამინისტრო — 37% და საგარეო საქმეთა სამინისტროს — 36%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.