13 იანვრიდან საოჯახო მეურნეობებს ახალი სტანდარტის ვალდებულებების შესრულება დაეკისრათ

1219

2020 წლის 13 იანვრიდან შევიდა ძალაში კანონი, სადაც მითითებულია, თუ რა რაოდენობის სასოფლო სამეურნეო ცხოველი უნდა ჰყავდეს პირს, რომელიც დაექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

ვალდებულებები ეხება ყველა მწარმოებელს, თუ ოჯახი ფლობს ან/და აწარმოებს ერთ-ერთს მაინც ჩამოთვლილთაგან:

არაუმეტეს 300 ფრთა ფრინველს და მისგან წარმოებული ხორცს ან/და კვერცხს;

არაუმეტეს 10 ფუტკრის სკას და მისგან წარმოებულ თაფლს;

არაუმეტეს 30 სულ ბოცვრისნაირს და მისგან წარმოებულ ხორცს;

იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული მსხვილფეხა საქონლისგან მიღებული რძესა და რძის ნაწარმს, იმ შემთხვევაში, თუ ამ მსხვილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 5 სულს;

იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული წვრილფეხა საქონლისგან მიღებულ რძეს და რძის ნაწარმს, იმ შემთხვევაში, თუ ამ წვრილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 15 სულს;

არაუმეტეს 2 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე წარმოებული სურსათს ან/და ცხოველის საკვებს.ასეთი ოჯახი ალდებულია რეგისტრაცია გაიაროს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული, სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას;

უზრუნველყოს ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) კეთილდღეობა, უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაზიდვა და რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად. ასევე მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას და საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.