სასამართლომ „ანას ბაღში” აქციაზე დაკავებული ერთი პირი 900 ლარით დააჯარიმა, სამი – 700-700 ლარით

588

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ანას ბაღში” 10 იანვარს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული ერთი პირი 900 ლარით დააჯარიმა, სამი კი 700-700 ლარით.

სასამართლომ 900 ლარით გიორგი ფხალაძე დააჯარიმა, ხოლო 700-700 ლარით – გიორგი გიგაშვილი, იოსებ ყაჯრიშვილი და გიორგი ჯიბლაძე.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ფხალაძემ განაცხადა, აღნიშნულ განაჩენს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ დამსაჯა იმისთვის, რომ ხმა ამოვიღე და რაღაც გავაპროტესტე. შესაძლებელია ეს ადეკვატური სასჯელი იყო მათთვის, მაგრამ ჩემს მიმართ პოლიცია ითხოვდა მაქსიმალურ სასჯელს – 15 დღიან პატიმრობას და მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანები ფიზიკურად გამისწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს, უფრო მცირე სანქცია მიიღეს ვიდრე მე,” – განაცხადა გიორგი ფხალაძემ.

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს,  ბოლო დღეებია აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.

პარასკევს, 10 იანვარს კი, აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს, 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით .