კალაძის დავალება გამგებლებს: იყავით მოსახლეობასთან კოორდინაციაში

524

წელს დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ 245 ლარით განისაზღვრა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მან გამგებლებს და სამსახურების უფროსებს მოუწოდა, ბიუჯეტის ათვისების პროცესში მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მათ მიეცეთ საშუალება გააკეთონ არჩევანი, თუ რა სურთ მათ უბანში თუ რაიონში –  სკვერი, პარკი, სტადიონი და ა.შ.

„2018 წელს ჩვენ მოვახერხეთ, რომ თბილისის ბიუჯეტი 900 მილიონამდე აგვეწია. ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ბიუჯეტს მილიარდ ლარს გადავაცილებდით. აღნიშნული რიცხვი გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისთვის. 2019 წელს უკვე ბიუჯეტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო წელს ეს რიცხვი განსაკუთრებულია და მილიარდ 245 მილიონი იქნება. თანხები ორი ძირითადი მიმართულებით დაიხარჯება – ინფრასტრუქტურა და ასევე ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. ამას დაემატება, ასევე, დაახლოებით, 270 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან წამოსღები თანხები, რომელიც მოხმარდება იმას, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი სრულად იყოს მოწესრიგებული. მინდა ყველას – სამსახურის უფროსებს, გამგებლებს დაგავალოთ, რომ მაქსიმალურად მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოთ და იყოთ კოორდინაციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან“, – განაცხადა კალაძემ.