თბილისის მერის ინიციატივით, სამტრედიაში სოციალურად დაუცველ 2 ოჯახს ბინა გადასცეს

766

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, სამტრედიაში მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს საჩუქრად ბინები გადაეცა.

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ბინები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ საახალწლო კონცერტზე გადასცეს.

სამტრედიაში კახა კალაძის მხარდაჭერით საახალწლო კონცერტის გამართვა და გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებლების გასაღების გადაცემა ყოველ წელს ხდება.