ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში ამბულატორია აშენდა

819

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში ამბულატორია აშენდა.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 74 999 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს “ამბროლაურის სერვის ცენტრი“, ა(ა)იპ “დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ახორციელებენ.