2017 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო

645

2017 წლის 6 თვეში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 250355.21 ლარი შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი – 131179 ლარი „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატისტიკაშია, რომელიც პოლიტიკური პარტიების  მიერ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში მიღებულ შემოწირულებებს მოიცავს.

პარტიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2017 წლის პირველ 6 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება – 131179 ლარი „ევროპულმა საქართველომ – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიიღო. მიღებული შემოწირულებების მიხედვით მეორე ადგილზეა „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ – 47816.64 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 30000 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 24051.57 ლარი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 8770 ლარი, „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ – 6000 ლარი, „საქართველოს მშვიდობისათვის“ – 720 ლარი, „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 691 ლარი, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ – 607 ლარი, „ახალი მემარჯვენეები“ – 500 ლარი და „საქართველო რესპუბლიკური პარტია“ – 20 ლარი.

წყარო: ინტერპრესნიუსი