სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გურჯაანის თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე დაიხარჯება

544

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, წელს სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტზე 520 ათასი ლარია განსაზღვრული. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს.

„16 იანვარს სოფელ ვაჩნაძიანიდან იწყება შეხვედრები პრიორიტეტების დასადგენად. თებერვალში სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მოვაწესრიგებთ და პირველ აპრილამდე სამუშაოებზე ხელშეკრულებებიც გაფორმდება. მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, თითოეული სოფლისთვის 10-დან 20 ათას ლარამდეა განსაზღვრული. მოვისმენთ მოსახლეობის აზრს, მერე ჯამურად დავიანგარიშებთ სავარაუდო ღირებულებებს და ა.შ. სამუშაობი, სავარაუდოდ, 3-5 აპრილიდან დაიწყება“.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება 2009 წელს დაიწყო, პროგრამა 2016 წელს გაუქმდა და მისი აღდგენის გადაწყვეტილება მთავრობამ 2018 წელს მიიღო.