„საქართველოს კაპიტალი“: თბილისთან და კასპთან ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა 2022 წელს დასრულდება

629

მთავრობამ თბილისთან და კასპთან ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის კონცეფცია მოიწონა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ ავრცელებს, რომელიც პროექტის განხორციელებას გეგმავს.

საუბარია 108 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურებზე. შედარებისთვის, გორთან მოქმედი ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე 20.7 მეგავატია.

„საქართველოს კაპიტალის“ ცნობით, უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს შეთანხმება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ელექტროსადგურების მშენებლობა კი, არსებული გეგმით, 2022 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.