მერია თბილისში არსებულ მსხვილ ობიექტებში პოლიეთილენის პარკების კონტროლს დაიწყებს

451

წელს მერია თბილისში არსებულ მსხვილ ობიექტებში პოლიეთილენის პარკების შემოწმებას დაიწყებს, – ამის შესახებ bm.ge-ის თბილისის მერიის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, დეკემბერში ყველა მსხვილი ობიექტი გააფრთხილეს, რომ შემოწმება განხორციელდება.

„გასული წლის დეკემბერში მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაფრთხილებული იქნა ყველა მსხილი ობიექტი, რომ 2020 წლიდან მოხდება პოლიეთილენის პარკების შემოწმება. ამისთვის, სამსახური სპეციალურ მზომველს შეიძენს, რომელზეც უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდება. აპარატების შესყიდვის შემდეგ მუნიციპალიტეტი კონტროლს დაიწყებს“, – ამბობენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების მოხმარება აიკრძალა გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის შესაფუთად არ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ კანონს სამი ზედამხედველი ჰყავს: საწარმოებს გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს, სარეალიზაციო ობიექტებს – ადგილობრივი თვითმმართველობა, ხოლო პარკების იმპორტისას კონტროლი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ევალება.