რეზო ხარაზი: ბათუმი-ხულო-გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გზის მშენებლობა 2020 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს, თუმცა მშენებლობა არც კი დაწყებულა

664

ბათუმი-ხულო-გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გზის მშენებლობა 2020 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს, თუმცა მშენებლობა არც კი დაწყებულა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა ბათუმში, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

რეზო ხარაზი დოკუმენტაციის გასაჯაროებას და სამუშაოების დროულ დაწყებას მოითხოვს.

“ბიძინა ივანიშვილი ყველა რესურსს აბასთუმანი-ბაღდათის გზის მშენებლობისთვის მიმართავს. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტის შესახებ ყველა ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვს. ასევე, არ არის შეწყვეტილი ხელშეკრულება იმ კომპანიასთან, რომელსაც სამუშაოები უნდა შეესრულებინა. მოვითხოვთ, რომ გასაჯაროვდეს ყველა მიმოწერა სახელმწიფოსა და კომპანიას შორის და დროულად დაიწყოს პროექტი, რომელიც რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა”,- განაცხადა რეზო ხარაზმა.

ფოტო: reginfo.ge