ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ვაკანტურ ადგილებზე მერია კონკურსს აცხადებს

743

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში რამდენიმე ადგილი ვაკანტურია. მუნიციპალიტეტის მერია თავისუფალ ადგილებზე კონკურსს აცხადებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის ვაკანსიას აცხადებს შემდეგ პოზიციებზე:

1.”საბავშვო ბაღების გაერთიანების” დირექტორის მოადგილე;

2. ახალქალაქის #2 საბავშვო ბაღში ქართული ენის მასწავლებელი;

3. ახალქალაქის #3 საბავშვო ბაღში ქართული ენის მასწავლებელი;

4. სოფელ დილისკის საბავშვო ბაღში აღმზრდელის თანაშემწე;

5. სოფელ კულიკამის საბავშვო ბაღში სპეციალური მასწავლებელი და ქართული ენის მასწავლებელი;

6. სოფელ ბარალეთის საბავშვო ბაღში
• სპეციალური მასწავლებელი;
• ქართული ენის მასწავლებელი;
• მზარეულის დამხმარე;

7. სოფელ აზავრეთის საბავშვო ბაღში
• სპეციალური მასწავლებელი;
• ქართული ენის მასწავლებელი;

8. სოფელ კარწახის საბავშვო ბაღში
• სპეციალური მასწავლებელი;
• ქართული ენის მასწავლებელი;

9. სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღში
• სპეციალური მასწავლებელი;
• მზარეულის დამხმარე;

მსურველებმა უნდა წარადგინონ:

– განცხადება
– დიპლომი
– პირადობის მოწმობა
– CV