შუახევში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

612

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნენიის საავტომობილო გზაზე  ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ზიმო-7“ ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 711 700 ლარა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 6 საყრდენი კედელი და 6 გაბიონი, 395 გრძ.მ. ბეტონის არხი და ამ ეტაპზე იწყება 2340 მ. ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.

აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით შუახევის მუნიციპლაიტეტში გათვალისწინებულია:

  • 9,440 კმ ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა – 3 882 843 ლარის ფარგლებში;
  • 3 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია – 415 005 ლარის ფარგლებში;
  • 41 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა – 772 194 ლარის ფარგლებში;
  • 22,344 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია -242 960 ლარის ფარგლებში;
  • 15,300 კმ. (5050 კუბ.მ.) ბეტონის საფარის მოწყობა – 807 440 ლარის ფარგლებში;

სულ შუახევის მუნიციპალიტეტში 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისათვის გამოყოფილია 6 120 442 მილიონ ლარამდე.