ქვეშის საბავშვო ბაღის ფლიგელის რეაბილიტაცია დასრულდა

677

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღისთვის დამატებითი ფლიგელის რეაბილიტაცია დასრულდა. შენობის აღნიშნულ ნაწილში აღსაზრდელთა ახალი ჯგუფი განთავსდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ძალიან გვიჭირდა ქვეშში მცხოვრები ყველა ბავშვების მიღება ბაგა-ბაღში, ახლა კი ჩვენ არ დაგვრჩება არც ერთი მცირეწლოვანი სკოლამდელი აღზრდის გარეშე, სწორედ ამიტომ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო USAID ZRDA პროექტს, ეუთოს საქველმოქმედო ფონდს და გორის მუნიციპალიტეტის მერიას ქვეშის ბაგა-ბაღში დამატებითი ჯგუფის გახსნის შესაძლებლობის მოცემისათვის“, – აღნიშნას სკოლამდე აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლია კოვზიაშვილი.

ბაღის რეაბილიტაციისთვის შპს “აღმაშენებელი 2012“- თან ხელშეკრულება 2019 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა.

სარემონტო სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით 111 998,70 ლარს შეადგენდა.
ხელშეკრულების ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით რეაბილიტირდა ერთ – ერთი მოქმედი ფლიგელის დერეფანი და სრულად გარემონტდა მესამე ფლიგელი.

სამუშაოები USAID ZRDA პროექტის, ეუთოს და გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. რეაბილიტაციის შედეგად საბავშვო ბაგა- ბაღს დაემატა ერთი ჯგუფი. დღეიდან ბაღი 100–მდე აღსაზრდელს მოემსახურება.