გორის სოფელ ყველაანთუბანში სახელმწიფო მიწის ნაკვეთს 187 000 ლარად ყიდის

456

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყველაანთუბანში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიწის ნაკვეთს ასხვისებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 93 358 კვადრატული მეტრია. ელექტრონულ აუქციონზე საწყისი ფასი 187 000 ლარია.

როგორც ცნობილია, მიწის ნაკვეთს არ გააჩნია დამოუკიდებელი მისასვლელი საავტომობილო გზა. აუქციონის პირობებიდან ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთს აქვს სამომავლო განვითარების პერსპექტივა, როგორც რეკრეაციულ ზონას.

ვაჭრობის ბიჯი აუქციონზე 2 000 ლარია.