ზუგდიდის ბაღებში თითო ბავშვზე მენიუ 10 ლარით გაიზარდა

738

ზუგდიდის საბავშვო ბაღებში, ახალი წლიდან კვების რაციონი გაიზარდა, – უთხრეს „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერიაში.

„გვაქვს ცვლილება კვების რაციონში, სადაც მეტი ნატურალური პროდუქტი გვექნება. შესაბამისად, შეიცვალა მენიუს ღირებულება და 40 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდა“, – გვითხრეს მერიაში.

მერიის ინფორმაციით, კვების მომსახეურებაზე ტენდერი დღეს გამოცხადდება, სააღმზრდელო დაწესებულებებში კი სასწავლო პროცესი 20 იანვრიდან განახლდება.