ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე 900 ათასი ლარი დაიხარჯება

511

გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე 900 ათასი ლარი დაიხარჯება – ამის შესახებ ქუთაისის მერმა განაცხადა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, ქუჩა ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, რის გამოც მასზე ქვაფენილის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.  

“გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 2020 წელს იგეგმება, მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წელს მოხდა. ისტორიული იერ-სახის მისაღებად ქუჩაზე ქვაფენილის საფარი დაიგება, რაც პროექტს აძვირებს, მისი ღირებულება 900 ათას ლარს აღწევს”, -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

გრიშაშვილის ქუჩა ქუთაისში “თეთრ ხიდს” ესაზღვრება, მეორე მხრივ გალაკტიონ ტაბიძისა და დუმბაძის ქუჩებს კვეთს, რომელთა რეაბილიტაცია გასულ წელს განხორციელდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ქუთაისში რეაბილიტაცია 46 ქუჩას ჩაუტარდა.