ქუთაისში, ჩერგოლიანის ქუჩაზე, მიმდინარე სამუშაოების შედეგად არსებული უწყლოობის პრობლემა აღმოფხვრილია

455
თბილისი gwp

ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში ქალაქში მიმდინარეობს ძველიდან ახალ ქსელზე გადაერთების პროცესი,მათ შორის ჩერგოლიანის ქუჩაზე. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

კომპანის ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე გუშინ დასრულდა ქსელის დამატებითი, გარეცხვითი სამუშაოები, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ ლაბორატორიულად შემოწმდა წყლის ხარიხსი.

“დასკვნების შედეგად, სასმელი წყალი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.
ჩერგოლიანის ქუჩაზე მიმდინარე ქსელის გარეცხვითი სამუშაოებისას, მცირე დროის მონაკვეთში, ფილტრებს გამოყვა ქვიშა, რაც სამუშაოების პროცესის დროს სრულად იწმინდებოდა.
კომპანიის ლაბორატორიის მიერ აღნიშნული ადგილიდან იმ დროსაც მოხდა სასმელი წყლის ნიმუშების აღება. მიღებული დასკვნების შედეგად, წყლის ხარისხი შეესაბამებოდა ნორმებსა და სტანდარტებს.

პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრისთვის ადგილზე ორი დღის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკური სამსახური,- აღნიშნულია განცხადებაში.