სემეკ-ის გადაწყვეტილებით, შპს „თელავგაზის“ აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა

640

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს “თელავგაზის“ აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა.

სემეკი-ს ცნობით, კომისიამ 27 დეკემბრის საჯარო სხდომაზე შპს „თელავგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების გრძელვადიანი ტარიფების დადგენაზე იმსჯელა. ახალი ტარიფები ძალაში 2020 წლის 1 იანვარს შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

“შპს „თელავგაზის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც უშუალოდ მოქალაქეები იხდიან, დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 53.018 თეთრ/მ3-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 53.023 თეთრ/მ3-ს).

კომპანიისთვის რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი 20.444 თეთრი/მ3-ის ოდენობით დადგინდა, განაწილების საქმიანობის ტარიფმა შეადგინა 22.592 თეთრი/მ3-ს, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი 1.895 თეთრი/მ3-ით განისაზღვრა“, – ნათქვამია სემეკი-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.