უფლისციხისა და ლიახვის ხეობის მუზეუმებში ტექნიკური აღჭურვის პროგრამა დასრულდა

956
უფლისციხე

შიდა ქართლში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ტექნიკური აღჭურვის პროგრამა დასრულდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ცნობით, პროგრამაა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლობით განხორციელდა.

სააგენტოს ცნობით, ტექნიკური აღჭურვის პროგრამა დასრულდა სამცხე-ჯავახეთშიც.

ორივე რეგიონის მუზეუმებისა და მუზეუმ ნაკრძალების ადმინისტრაციებში ამოქმედდა პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტები. საჭირო მედიკამენტებით არჭურვილ სივრცეებში დღეიდან ვიზიტორებს სპეც. პერსონალი მოემსახურება, რომლთაც პირველადი დახმარების გაწევის სატრენინგო კურსი უკვე გაიარეს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მუზეუმ-ნაკრძალების თანამშრომლების სპეც. ტანსაცმლითა და უნიფორმებით უზრუნველყოფაც.

ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მოდერნიზებითა და მომსახურების ხარისხის ამაღლებით, ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და სამოსახლო თემებისთვის ეკონომიკური განვითარების წინაპირობების შექმნას შეუწყო ხელი.

პროგრამის განხორციელება 2019 წლის 15 მარტს, USAID-ს პროექტ „ზრდა“-ს ფინანსური უზრუნველყოფით, დაიწყო.

,,ერთობლივი აქტივობები უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმის, რაბათის ციხის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ვანის ქვაბების სამონასტრო კომპლექსისა და ხერთვისის ციხის სრული ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვისკენ იყო მიმართული,” – აღნიშნავენ ძეგლთა დაცვის სააგენტოში.