გოგი წულაია: ქუთაისის მერიაში 300 000 ლარამდე დანამატს არაფრის კეთებაში იღებენ

596

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ, ქუთაისის მერიის თანამშრომლებზე პრემია-დანამატების გაცემა გააპროტესტა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“ქუთაისში ათობით ლოკაცია მაინცაა, სადაც ადამიანები ასე კომპაქტურად არიან ჩასახლებულები. ზოგი უნებართვოდ, ზოგი კი ნებართვით. უკიდურეს პირობებში ცხოვრობენ. არც წყალი აქვთ და არც სველი წერტილები. ამ დროს, როცა მერიის მოვალეობაა, რომ ადამიანებს ელემენტარული პირობები შეუქმნას და არ უქმნის, ხელფასიც არ ეკუთვნით და კიდევ პრემიებს იღებენ. 300 000 ლარამდე დანამატს არაფრის კეთებაში იღებენ. ეს არის 11 თვის მონაცემები. ეს არის უზნეობა და ღალატი ქვეყნის წინაშე,” – განაცხადა ყოფილი მხატვრის სახლთან მისულმა გოგი წულაიამ, სადაც დევნილები და თვითნებურად შესახლებული პირები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.