ოსური მედია: ხანძარი “რესპუბლიკის” თითქმის ყველა რაიონში იყო

649

ცხინვალის, ზნაურის, ჯავისა და ახალგორის რაიონების ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრები ზამთრის თბილ ამინდებს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას, ოსური მედიაზე დაყრდნობით, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, ხანძრის კერები გაჩნდა ახალგორის რაიონის სოფელ რაზდახანისა (მოსაბრუნი) და ცოლდის სიახლოვეს, ასევე, ცხინვალის რაიონის სოფლების: კუსრეთში, ფრისსა და თირის მიმდებარედ, ასევე ზნაურის რაიონის სოფელ სხლებთან.

,,ცეცხლი ხე-ბუჩქნარსა და ბალახებს გაუჩნდა. იმის გამო, რომ მიუვალ ადგილებში

ეკიდა ცეცხლი, მეხანძრეები ფეხით ავიდნენ და ღამე დაიწყეს ჩაქრობა” – აცხადებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის პრეს-სპიკერი როზა თედეევი.

მისი ინფორმაციით, ყველა ლოკაციაზე ცეცხლი გუშინ 25 დეკემბერს ჩააქრეს.