ალექსანდრე მოწერელია: გზების შეკეთება არ უკავშირდება არჩევნებს

494

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ზუგდიდში გზების შეკეთების პროცესი პროექტის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოებს, ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ აწარმოებდნენ 2017 წელს და გაგრძელდება მომდევნო – 2020-21-22 წლებშიც. მისი თქმით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები პირდაპირ კავშირშია ქვეყნის განვითარებასთან და არ ეხება მომავალი წლის პარლამენტის არჩევნებს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

გადათხრილი ქუჩები ახსენეს დღეს ტექნოპარკში მისულმა მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა, რომლებმაც გააპროტესტეს სახელწმიფო რწმუნებულის შემაჯამებელი ანგარიში და აღნიშნეს – მუნიციპალიტეტი ახალ წელს გადათხრილი ქუჩებით ხვდება, ამ ფონზე კი მათთვის გაუგებარია, რომელ გაკეთებულ საქმეებზე საუბრობს ალექსანდრე მოწერელია. “შეცვალე უსაქმური გუბერნატორი” – ამ შინაარსის ტრანსფარანტით მივიდნენ აქციის მონაწილეები ტექნოპარკში.

თავის მხრივ, ანგარიშის წარდგენაზე ალექსანდრე მოწერელია შეკრებილებს აცნობს განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. მისი განმარტებით, მოქლაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ვიზუალურად და ციფრებში ნახონ, თუ რა კეთდება და გაკეთდა მიმდინარე წელს.