აბასთუმანში აუქციონზე სახელმწიფო კიდევ ერთ ნაკვეთს ყიდის

710

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, დაბა აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 5 684 კვ.მ მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ტერიტორია მდებარეობს კულტურული ძეგლების ინდივიდუალურ დამცავ ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკვეთის განაშენიანება მოხდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით.

საპრივატიზაციო ობიექტის საწისი ფასი 427 000 ლარია, 2 000 ლარიანი ბიჯით.

ელექტრონული აუქციონი 19 დეკემბერს გამოცხადდა და 2020 წლის სამ იანვარს დასრულდება.

მიმდინარე წლის ნოემბერში აბასთუმანში სახელმწიფომ კიდევ სამი მიწის ნაკვეთი გაყიდა.