შენი იდეა ბათუმს – ორი გამარჯვებული გამოვლინდა

620
ბათუმი

წინა სტატია

„შენი იდეა ბათუმს“ –გამარჯვებული იდეები უკვე ცნობილია. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

„ქუჩის კალათბურთი“ – ამ პროექტის უმთავრესი მიზანი, ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია და ახალი ტალანტების აღმოჩენაა. იდეის ავტორი კი ნიკოლოზ კიკვაძეა. მეორე გამარჯვებული ნაშრომის სახელწოდებაა –  „ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედანი, დარბაზი“. მისი ავტორი პაატა ურიადმყოფელია. ინიციატივის თანახმად, საჭიდაო მოედანი ახალ ბულვარში დაიდგმება. შეგახსენებთ, ბათუმის მერია პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ 2019 წლის მაისიდან ახორციელებს, რომლის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორის სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.