ფოთში, თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით მერიასთან აქცია დღესაც მიმდინარეობს

625

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ფოთში, თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მოსახლეობის აქცია – “ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს” დღესაც განახლდა. აქციის პარალელურად გაიმართა შეხვედრა მერიაშიც, თუმცა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა და მოქალაქეთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მსგავსი სახის დიალოგი 13 წლის მანძილზე არაერთხელ ჩატარებულა, თუმცა მოსახლეობა ისევ იწამლება. მათ, არსებული პრობლემის მოგვარებამდე, თევზის გადამამუშავებელი ქარხნების დახურვა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზატორების თქმით, ქალაქში საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

„ჩვენ ისევ ვიწამლებით, არ ვემხრობით სამუშაო ჯგუფის შექმნას. ხელისუფლება იმისთვის ავირჩიეთ, რომ ქალაქის კეთილდღეობაზე იზრუნონ. ჩვენ უფრო არაადეკვატურ ქმედებებს მივმართავთ“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ვლადიმერ ამბალიამ.

ცნობისათის, ფოთში, თევზის სუნთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩამოვიდა. შეხვედრა მერიის სააქტო დარბაზში მიმდინარეობდა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, გარემოზე ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს წევრები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.