თბილისში, მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

773

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

25 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო, სატრანსპორტო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“კერძოდ, 10:00 საათიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით გამავალი გვირაბი დაიკეტება. შესაბამისად, თაბუკაშვილის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ისარგებლებს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ არსებული პანდუსით და მოხვდება რუსთაველის გამზირზე. 18:00 საათიდან კი აღნიშნული გვირაბი ორივე მიმართულებიდან დაიკეტება, რის გამოც ელბაქიძის დაღმართიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ვერ განხორციელდება.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება”,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას მონიტორინგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები სამართალდამცველებისგან დამატებით ინსტრუქციას ადგილზე მიიღებენ.