ნაძვის ხე 25 დეკემბერს 20:00 საათზე აინთება – თბილისის საახალწლო ღონისძიებების გრაფიკი 25 დეკემბრიდან 14 იანვრამდე

1288

სტატიის გაგრძელება

დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან იწყება და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე. საახალწლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას და განრიგს თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთებამდე, 25 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ზღაპრული მატარებლით დროში ვიმოგზაურებთ. ყველასათვის საყვარელი საბავშვო ფილმების გმირებს ცნობილი არტისტები გააცოცხლებენ.

ტრადიციულად, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტი გაიმართება 2020 წლის შესაგებებლად.

ამასთან, ახალი წლის პირველ საღამოს თბილისს მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური პროექტი MAX THE SAX ეწვევა და 21:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე წარდგება მსმენელის წინაშე.

საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი 13 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული საახალწლო ღონისძიებების ყოველდღიური განრიგი ასეთია:

  • პირველი რესპუბლიკის მოედანი  (25 დეკემბერი – 13 იანვარი):

თოვლის ბაბუა და მისი ასისტენტები სანტას ზღაპრულ ქალაქში გიმასპინძლებენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი წარმოდგენები მოეწყობა: ჟონგლიორი ჯამბაზების და ილუზიონისტების წარმოდგენა, შოუ ქიმიური ელემენტებით, მრავალფეროვანი ვორქშოფები პატარებისთვის, სასულე ორკესტრის და დრამერების წარმოდგენები, ზღაპრების კითხვა, საბავშვო ფილმების ჩვენება და სხვა. (12:00 – 20:00 სთ.)

5 და 10 იანვარს, თბილისს პატარა უფლისწული გადაუფრენს. საჰაერო შოუები 20:00 საათზე დაიწყება;

მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საბავშვო აქტივობები, კონცეტრები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები და ნაძვის ხის ხელნაკეთი აქსესუარების ვორქშოფები;

საახალწლოდ, თბილისის საშობაო ბაზარი გააერთიანებს პროექტებს „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“.

  • ორბელიანის მოედანი (25 დეკემბერი – 13 იანვარი)

ორბელიანის მოედანზე დაგხვდებათ ზღაპრულად განათებული ათონელის ქუჩა, ჩიჩილაკების ტყე და მანათობელი პლანეტა, თოვლის ბაბუის სახლი და ყინულის მოედანი;

მთელი დღის განმავლობაში, პატარებისთვის საბავშვო გასართობი პროგრამები გაიმართება;

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, აგრო, ღვინის და სამეწარეო ბაზარი,

აქვე იქნება კვების ობიექტები, სახალხო კარაოკე და დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები;

ყოველ საღამოს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქართული ესტრადის ვარსკვლავების და მუსიკალური ბენდების კონცერტები, ასევე დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები გელით.

25 დეკემბერი

  • 20:00              ნაძვისხის საზეიმო ანთება და მიუზიკლი
  • 21:00-23:00    Dj ბექა ელოშვილი third soul

26 დეკემბერი

  • 20:00-21:00     ბენდი “Evening Project„
  • 21:00-23:00     DJ ზურაბ ჭყონია (zurkin)

27 დეკემბერი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
  • 21:00 -23:00   DJ გიორგი ერიქაშვილი (ericsson)

28 დეკემბერი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
  • 21:00-23:00    DJ სანდრო ხვედელიანი (khvedeliani)

29 დეკემბერი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
  • 21:00-23:00    DJ ნიკა ჯაფარიძე (nika J)

30 დეკემბერი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
  • 21:00-23:00    DJ შოთიკო წვერავა (sumo)

31 დეკემბერი

  • 23:00    საახალწლო გალა-კონცერტი / მუსიკალური შოუ „ერთი-ერთში“

1 იანვარი

  • 21:00-22:00    MAX THE SAX  
  • 22:00-00:00    DJ ნიკა ჯანელიძე (skalitzer) 

2 იანვარი

  • 20:00-21:00    დავით ილურიძის ბენდი
  • 21:00-23:00    DJ მიშო გოჩიტაშვილი 

3 იანვარი

  • 20:00-21:00    ჯგუფი new one
  • 21:00-23:00    DJ სანდო ჯორბენაძე (dj sendnudes)

4 იანვარი

  • 19:40-20:00    საბა საფარელი (ქუჩის მუსიკოსი)
  • 20:00-21:00    ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი
  • 21:00-23:00    DJ კოტე ჯაფარიძე (kote japaridze)

5 იანვარი

  • 20:00-20:45    შოუ პატარა პრინცი
  • 20:45 -21:45   Goofy Land

6 იანვარი

  • 20:00-21:00    “The Quintessence” – საშობაო კონცერტი
  • 21:00-23:00    ლაშა მარგიანი (hatsvali) 

7 იანვარი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ჯგუფები
  • 21:00-23:00    DJ ნიკა კვაჭაძე

8 იანვარი

  • 20:00-21:00    ლუკა დგებუაძის ტრიო
  • 21:00-23:00    ია ტომაში და საბა აბრამიძე

9 იანვარი

  • 20:00-21:00    დავით ევგენიძე და ბენდი
  • 21:00-23:00    DJ ბექა ლორთქიფანიძე (baqi lordkipanidze) 

10 იანვარი

  • 20:00-20:45    შოუ პატარა პრინცი
  • 20:45-21:45    რეზო და ბავშვები

11 იანვარი

  • 20:00-21:00    ბენდი “ნიუტონი”
  • 21:00-23:00    DJ ერეკლე თაბუკაშვილი (Tobacco twin)

12 იანვარი

  • 20:00-21:00    ქართული ფოლკის კონცერტი
  • 21:00-22:00    ბლუზ ფექტორი ლევან ჯავახიშვილი
  • 22:00-00:00    DJ თოკე ნიკოლაიშვილი (Toke)

13 იანვარი

  • 20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ბენდები
  • 21:00-23:00    DJ დიჯეი ოთო ფარულავა

თბილისის მერიასთან ერთად, ისტორიით სავსე ახალი წელი გელით! გილოცავთ!

  • აღნიშნულ ტერიტორიებზე პიროტექნიკის გაყიდვა-გამოყენება აკრძალულია