ფოთში მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

1032

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ფოთში მიმდინარე აქციაზე, სადაც მოსახლეობა ქალაქში თევზის სუნს აპროტესტებს, ხმაური და დაპირისპირება იყო. ვითარება პოლიციამ განმუხტა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აქციის მონაწილეებთან ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა ისინი ქალაქის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ითხოვენ შეხვედრას.

“მერამდენე წელია ვიწამლებით, გაუსაძლისია უკვე აქ ცხოვრება. ყოველ ქაფშიის სეზონზე გვპირდებით პრობლემის მოგვარებას, მაგრამ უშედეგოდ. დღეს იცოდნენ, რომ აქცია იყო დაგეგმილი და შეგნებულად მუშაობა შეაჩერეს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივ დონეზე ვერ გადაწყდება და ამაში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.