NDI-ის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე თვითმმართველი ქალაქებისათვის სტატუსის გაუქმების საკითხზე ისაუბრეს

700

NDI-ის დელეგაციის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ და თვითმმართველი ქალაქებისათვის სტატუსის გაუქმების საკითხზე, მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე და საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე ისაუბრეს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებსა და წინასაარჩევნო პროცესებს დააკვირდება.