ქარელის სოფელ რუისში სტადიონის ტერიტორიის გასხვისების პროცესი სასამართლომ შეაჩერა

999

წინა სტატია

ხაშურის სასამართლომ დროებით შეაჩერა ქარელის საკრებულოს დადგენილების მოქმედება, რომლის მიხედვით, საპრივატიზაციოდ სოფელ რუისთან არსებული მიწის ნაკვეთი გაიტანეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ხაშურის მოსამართლემ 20 დეკემბერს მიიღო.

გადაწყვეტილების მიხედვით, მიწის პრივატიზაცია იმ დრომდე შეჩერდა, ვიდრე დავა სასამართლოში საბოლოოდ არ დამთავრდება.

აღსანიშნავია, რომ მიწის პრივატიზაცია 20 დეკემბერს განხორციელდა. აუქციონი დამთავრდა 16 საათზე, ხოლო მოსამართლემ გადაწყვეტილება 17 საათზე გამოიტანა.

ადვოკატი ბაკურ ზურაბაშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი გასარკვევია.

,,დაუბრუნდეს მიწის ნაკვეთებს სპორტული მოედნის სტატუსი” – ასეთია რუისის მოსახლეობის მოთხოვნა. ისინი მიწის ნაკვეთის გასხვისებას აპროტეტებენ.

ადგილობრივი მკვიდრის, ვლადიმერ ბუზიაშვილის განცხადებით, მიწის გასხვისებას ქარელის მერი, ზაზა გულიაშვილი აპირებს. როგორც ირკვევა, მიწა აუქციონზეა გატანილი, საწყისი ღირებულება 49 000 ლარია.

ქარელის მერს, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის გასვისების შესახებ, ნებართვა საკრებულომ მისცა. საკრებულოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გარკვეული პროექტის ფარგლებში, აუცილებელია სტადიონი დანაწევრდეს და გაიყიდის.

ქარელის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტრომობილების დამტენი სადგურის მოწყობა იგეგმება. საქმეში ადვოკატი ბაკურ ზურაბაშვილი ჩაერთო. მისი განცხადებით, მხარეები სასამართლოს აუცილებლად მიმართავენ.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ქარელის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა სოფელ რუისის მოსახლეობამ. ისინი ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახამდაც სოფლის კუთვნილი სტადიონის ტერიტორია აუქციონზე იყიდება.