ჯარიაშენის მოსახლეობა გორის მერიასთან საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს

471

გორის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა 20 ჰექტრამდე მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებს. ეს ფართობი სოფლის საკუთრებაში იყო და მიწის რეფორმის ფარგლებში ადგილობრივებზე განაწილდა. ჯარიაშენის მოსახლეობა ამ ფართობს საძოვრებად იყენებდა.

აქციის მონაწილეების თქმით, 30 ჰექტარი საძოვარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, ამ პირობებში დარჩენილი ფართობი ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. მათი თქმით, თუ საძოვარი არ ექნებათ, იძულებულები გახდებიან პირუტყვი გაყიდონ. ახლა კი მათთვის ცნობილი გახდა, რომ ამ მიწის ფართობს უკვე სხვები ამუშავებენ.

მოსახლეობის ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის მერს უკვე შეხვდა. კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, ეს ფართობი 2003 წელს 20 წლის ვადით იჯარით გაიცა ახალუბნის კოოპერატივზე და ერთადერთი გზა პრობლემის მოსაგვარებლად არის სამართლებრივი ბრძოლა. ჯარიაშენელები კი ამბობენ, რომ ამ ნაკვეთს კოოპერატივს არ დაამუშავებინებენ.