გიორგი ვაშაძე: უნდა შევაჩეროთ საარჩევნო სისტემის ბოლომდე მოშლა

746

საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადართულებს გამოაპარეს მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც მიიღო პარლამენტმა, – ამის შესახებ პარტია “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიიღეს ცვლილებები, რომლითაც “ქართული ოცნება” სააარჩევნო კომისიაში სრულ მონოპოლიას იღებს.

“ეს არის არადემოკრატიული პრინციპი. ჩვენ უნდა შევაჩეროთ საარჩევნო სისტემის ბოლომდე მოშლა. არ შეიძლება არსებობდეს კანონი, რომელიც ამბობს, რომ ვინც არის ხელისუფლებაში, ის დაწერს ოქმს როგორსაც უნდა. რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს, ეს იყო “ქართული ოცნების” რეფორმა, რომლითაც თავს იწონებდა. არ შეიძლება ყოველი არჩევნების წინ ვცვლიდეთ მოდელს. არ შეიძლება, რომ, როცა ქალაქებში უჭირს ხელისუფლებას, სოფლის ხმები დაამატონ ქალაქებს, რომ არჩევნების გარანტირებული მოგება ჩაიწეროს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებულ ცვლილებების საკითხზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს ხვდებიან.