მშობლები გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსგან პედაგოგებზე მეტ კონტროლს ითხოვენ

534

გორის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიმართავენ და პედაგოგებზე კონტროლის გაძლიერებას სთხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მათი შეშფოთება ერთ-ერთი მშობლის მონაყოლმა გამოიწვია, რომლის მიხედვით პედაგოგი ბავშვებზე მუდმივად ძალადობს და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს.

“მხოლოდ ჩემ შვილს რომ მოეყოლა ვიფიქრებდი ბავშვი აზვიადებს – თქო, მაგრამ რამდენიმე მშობელმაც გამოთქვა უკმაყოფილება. რის გამოც ზოგიერთი, ბავშვის სხვა ბაღში გადაყვანასაც აპირებს. ბავშვები ყვებიან როგორ ჩაარტყა ერთ-ერთს ბეჭებში მასწავლებელმა, როგორ აგრესიას ნერგავს ერთმანეთში მასწავლებელი, რომ ბავშვები აჩხუბოს და როგორ ამცირებს  თუ რამის გაკეთებას რომელიმე ვერ შეძლებს. არაა ჩვენი მიზანი ვინმეს სამსახურიდან გაშვება. ამ ეტაპზე, მხოლოდ სააგენტოს მივმართავთ რომ მიხედოს ბაღებს, განსაკუთრებით უფროსი თაობის პედაგოგებს. (რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება) ხომ ჰყავთ ფსიქოლოგები, რას აკეთებენ? ბავშვებთან კი არა ასეთი კატეგორიის პედაგოგებთან უნდა იმუშაონ,რომლებიც ნერვებს ვერ მართავენ. თუ ისევ განმეორდება მსგავსი შემთხვევები უკვე სხვა ზომებს მივმართავთ”, -აცხადებს ერთ-ერთი მშობლები.