მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანაშრომლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

894

საქართველოს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტისდემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოშიორგანიზებით მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანაშრომლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების მერებმა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა USAID GGI- ექსპერტის მიერ მომზადებული ინტერმუნიციპალური ორგანიზაციის დაფუძნებისა და მართვისთვის განსახორციელებელი ნაბიჯების გეგმა განიხილეს.

მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარება 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის ერთერთი პრიორიტეტია. მიუსაფარ შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილების სფეროა, რომლის განხორციელება მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და საოპერაციო ხარჯებთანაა დაკავშირებული

საქართველოს რეგიონებში მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ააშენებს, რომელთა მართვა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გზით მოხდება.