გიორგი ახვლედიანი: პრეზიდენტმა თვითმმართველობის შესახებ კოდექსსა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს

960

პრეზიდენტმა ორ ცვლილებას უნდა დაადოს ვეტო, ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებულ კანონპროექტს და საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა გიორგი ახვლედიანმა პრეზიდენტის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია, რადგან როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, ისე საარჩევნო კოდექსში, ცვლილებების შეტანა ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლებამ სრული უზურპაცია მოახდინოს.

“ის, რომ ცესკო მარტო თვითონ უნდა დააკომპლექტონ, თვითმმართველი ქალაქები უნდათ გააუქმონ, ეს არის მთლიანად „ქართული ოცნების“ ინტერესებზე მორგებული ცვლილებები და აუცილებლად ვეტო უნდა დაედოს”, – განაცხადა ახვლედიანმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკურ საკითხებში მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამ წუთებში ავლაბრის სასახლეში საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას ხვდებიან.

წყარო: ინტერპრესნიუსი