ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ახალი სანიაღვრე და წყალარინების სისტემის მოწყობა დაიწყო

667

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ახალი სანიაღვრე და წყალარინების სისტემის მოწყობა დაიწყო. შედეგად ამ მონაკვეთზე მცხოვრები ოჯახები ახალ წყალარინების და სანიაღვრე სისტემაზე გადაერთვება.

“ბათუმის წყალში” აცხადებენ, რომ ახალი წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის დაწყების პროცესს „ბათუმის წყლის“ ტექნიკური დირექტორი ირაკლი ბაკურაძე ადგილზე გაეცნო. რეაბილიტაციის ფარგლებში, დაახლოებით, 50 მეტრზე მეტი ცენტრალური ახალი წყალარინების ქსელი მოეწყობა, რომელზეც 15 აბონენტი გადაერთვება.

წლების მანძილზე ვაჟა ფშაველას ქუჩის ამ მონაკვეთზე, მიწისქვეშ არსებული დაზიანებული ქსელები გზასაც აზიანებდა, რაც დიდი დისკომფორტი იყო მოსახლეობისთვის.