მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობა ზამთარში გზებზე არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს

601

მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობა ზამთარში გზებზე არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ  გზაზე გადაადგილება ყინვაში განსაკუთრებით რთულია. მათივე თქმით, საფრთხის გამო ისინი ხშირად ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას თავს არიდებენ.

მაგრამ საფრთხეს ისიც ამწვავებს, რომ ასეთ გზებზე გადაადგილება იმ  მიკროავტობუსებსაც  უხდებათ, რომლებსაც სკოლებში ბავშვები გადაჰყავთ. გზები კი მეტწილად მოყინული სწორედ დილის საათებშია. ცნობისთვის, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს პრევენციისთვის ტექნიკური მარილის გამოყენება ჯერ არ დაუწყია.