საგარეჯოს მერია საახალწლოდ გრანდიოზულ კონცერტზე უარს ამბობს და შშმ პირებს დაეხმარება

586

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც საახალწლო გაფორმება დეკორაციისა და საკონცერტო სცენის მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა, არ შედგა. ამის შესახებ სპექტრი წერს.

ტენდერი 16948 ლარზე იყო გამოცხადებული.

მერიის ინფორმაციით, დროის სიმცირიდან გამომდინარე, ხელშეკრულებას აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად პირდაპირი შესყიდვის წესით გააფორმებენ.

როგორც speqtri.ge-ს ადგილობრივ თვითმმართველობაში განუცხადეს, ისინი უარს ამბობენ ესტრადის მომღერლების მიერ გამართულ კონცერტზე. ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.

ტენდერი, რომელიც 13 000 ლარზე იყო გამოცხადებული, უკვე შეწყვეტილია. აღნიშნული თანხით კი მერია 18 წლამდე ასაკის 74 შშმ პირს დაეხმარება.