გორის მერია ადმინისტრაციული შენობებისა და გორის ციხის დაცვაზე 268 800 ლარს დახარჯავს

551

ორის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების, ასევე ისტორიული ძეგლის გორის ციხის და მიმდებარე ტერიტორიების ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაცვის მომსახურების შესყიდვას აპირებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

ამისთვის მერია მომავალი წლის ბიუჯეტიდან 268 800 ლარს გადაიხდის. როგორც მერიის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილი პასუხებიდან ირკვევა, შესყიდვის აუცილებლობა მნიშვნელოვანი ფაქტორებითაა განპირობებული.

“შენობებში დაცულია საიდუმლოშემცველი და პირადი მონაცემების შემცვლელი დოკუმენტაცია, ინახება ძვირადღირებული მოწყობილობები და ინვენტარი, რაც წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას. ისტორიულ ძეგლ გორის ციხის და მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განლაგებულია ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული ქონება. აქედან გამომდინარე აღნიშნული ობიექტები საჭიროებენ განსაკუთრებულ დაცვას, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ქონებისა და მატერიალური ფასეულობის დანაშაულებრივი (ქურდობა, ყაჩაღობა, განზრახ განადგურება) და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის რისკები, შესაბამისად დაცვა უნდა განხორციელდეს ცეცხლსასროლი იარაღის და სხვა სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი პირების მიერ”, – განმარტავენ გორის მერიაში.