ერეკლე კუხიანიძის სამუშაო ოთახში აქტივისტების მიერ კარვის გაშლას დაპირისპირება მოყვა

532

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის სამუშაო ოთახში ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა კარავი გაშალეს, რა დროსაც მათსა და დაცვის პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აქციის მონაწილეები კუხიანიძის მიერ თანამდებობის დატოვებასა და ბოდიშის მოხდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ დეპუტატს ოთახში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ.

„კუხიანიძე არის მოღალატე ადამიანი, მან შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს. ის არის ბიძინა ივანიშვილის ხმა საკრებულოში და ვეღარასდროს შემოვა ამ ოთხაში. მან უნდა დატოვოს საკრებულო და მოიხადოს ბოდიში“,- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.