თბილისის საკრებულოს შენობაში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

777

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის საკრებულოს შენობაში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში აქციას მართავენ და ითხოვენ, რომ კუხიანიძეს თანამდებობა დაატოვებინონ. აქტივისტებმა ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში სტიკერები “შეცვალე“ და “ვაჟა ექიმი გმირია“გააკრეს.

ამასთან, აქტივისტებს ოთახში კარავი აქვთ გაშლილი და აცხადებენ, რომ კაბინეტის დატოვებას არ აპირებენ. დაცვის თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია მათი ოთახიდან გაყვანას ცდილობს.

დაცვამ საკრებულოდან ძალის გამოყენებით გაიყვანა საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი, როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ხაბეიშვილი ტერიტორიიდან განარიდეს.