ამერიკელი კონგრესმენები პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

577

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით მიმართავს. ადამ კინზინგერი, რომელიც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთებულია.

“თანათავმდჯომარეების სახელით, შეშფოთებით ვწერთ, როგორც გადაწყვეტილებაზე, რომელიც დაპირებული პოლიტიკური რეფორმის უარყოფას გულისხმობს, ასევე, იმ ანგარიშებზე, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ეხება.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველომ შექმნა ძლიერი დემოკრატიის ფუნდამენტი და აჩვენა ერთგულება დემოკრატიის ღირებულებების, ასევე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისადმი.

ამიტომ, შოკში ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის რეფორმის საკითხი საქართველოს პარლამენტში ჩავარდა. საქართველო ამ რეფორმაზე ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა.

ეს იყო არამხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი – ქართველი ხალხის მიმართ დაპირება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ განაახლებენ და გაატარებენ ამ რეფორმის მნიშვნელოვან პაკეტს“, – აღნიშნულია წერილში.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.